- პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრება- ჯანმრთელობის საწინდარია
- პროექტის მთავარი იდეა: ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა.
- პროექტის აქტუალობა: ჯანმრთელობა უპირველესია ადამიანისათვის,ამიტომ უნდა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი- უარი ნიკოტინს; უარი ალკოჰოლს; დავკავდეთ აქტიურად სპორტით;
- პროექტის მიზანი: დავნერგოთ მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი;ბავშვებმა იცოდნენ რა ზიანს მოუტანს მათ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება; გაარკვიონ რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება და როგორ აზიანებს ორგანიზმს;რა როლი აკისრია სპორტს მოზარდის სრულფასოვანი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.
- მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი (7 ე კლასი)
- ვადები/ხანგრძლივობა: 20014 წლის მაისი
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები მოიძიებენ მასალას ნიკოტინის ქიმიურ შედგენილობაზე და ნათელი იქნება მათთვის რატომაა საზიანო ის ორგანიზმისათვის; გააკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს მოძიებული მონაცემების საფუძველზე- სიცოცხლის ხანგრძლოვობა მწეველებსა და სპორტსმენებს შორის;
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტიდან სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება; თამბაქოს გამონაბოლქვის ლაბორატორიული კვლევების შედებების განხილვა;ვიდეო და ფოტომასალა ინტერნეტიდან; საკუთარი ოჯახის წევრების გამოკითხვა-ინტერვიუები;
- პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები ატარებენ ოჯახის მწეველი წევრების გამოკითხვას; აწარმოებენ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას მწეველი და არამწეველი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლიბობაზე; ამუშავებენ მოძიებულ ინფორმაციას თამბაქოს ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე; გამოაქვთ დასკვნა;
- საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარ ჩვევებს საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) ; ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია ქტიური მუშაობა მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის მიმართულებით.
- პროექტის ხელმძღვანელი: ნონა გივიაშვილი ( 47 ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი)
- ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nonagiviashvili@gmail.com
- პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:http://nonagiviashvili40.blogspot.com/
ნონა გივიაშვილი
Monday, June 30, 2014
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)