Monday, June 30, 2014

პროექტის გეგმა


  1. პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრება- ჯანმრთელობის საწინდარია
  2. პროექტის მთავარი იდეა: ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა.
  3. პროექტის აქტუალობა: ჯანმრთელობა უპირველესია ადამიანისათვის,ამიტომ უნდა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი- უარი ნიკოტინს; უარი ალკოჰოლს; დავკავდეთ აქტიურად სპორტით;
  4. პროექტის მიზანი: დავნერგოთ მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი;ბავშვებმა იცოდნენ რა ზიანს მოუტანს მათ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება; გაარკვიონ რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება და როგორ აზიანებს ორგანიზმს;რა როლი აკისრია სპორტს მოზარდის სრულფასოვანი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.
  5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი (7 ე კლასი)
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 20014 წლის მაისი
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები მოიძიებენ მასალას ნიკოტინის ქიმიურ შედგენილობაზე და ნათელი იქნება მათთვის რატომაა საზიანო ის ორგანიზმისათვის; გააკეთებენ სტატისტიკურ ანალიზს მოძიებული მონაცემების საფუძველზე- სიცოცხლის ხანგრძლოვობა მწეველებსა და სპორტსმენებს შორის;
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტიდან სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება; თამბაქოს გამონაბოლქვის ლაბორატორიული კვლევების შედებების განხილვა;ვიდეო და ფოტომასალა ინტერნეტიდან; საკუთარი ოჯახის წევრების  გამოკითხვა-ინტერვიუები;
  9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები ატარებენ  ოჯახის მწეველი წევრების გამოკითხვას; აწარმოებენ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას მწეველი და არამწეველი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლიბობაზე; ამუშავებენ  მოძიებულ ინფორმაციას თამბაქოს ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე; გამოაქვთ დასკვნა;
  10. საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარ ჩვევებს საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) ; ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია ქტიური მუშაობა მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის მიმართულებით.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ნონა გივიაშვილი ( 47 ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი)
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nonagiviashvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი:http://nonagiviashvili40.blogspot.com/

No comments:

Post a Comment